30.08.2020 გიორგი ტიგინაშვილი - გვადროვეთ

 


"ჩემო მეგობრებო! თქვენ, ვისაც არავითარი საღვთისმეტყველო ცოდნა, სულიერი გამოცდილება და რეალური ინფორმაცია არ გაგაჩნიათ ეკლესიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ვისაც ეგოიზმისა და განცხრომის მეტი არაფერი გასულდგმულებთ, მინდა მოგიწოდოთ ძმური სიყვარულით, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თავი შეიკავოთ თეოლოგებისა და ექსპერტების დამუნათებისაგან, მათ საქმიანობაზე თქვენეული ინტერპრეტაციებისაგან, დაბრალებისაგან, დაუსაბუთებელი რეპლიკებისაგან, უკმეხი შეფასებებისაგან და ბოღმიანი კომენტარებისაგან. 

როცა აღნიშნულ სფეროში არანაირი განათლება, კომპეტენცია და კვალიფიკაცია არ გაგაჩნიათ, მეტად უხერხული და არასერიოზულიც კია თქვენი მხრიდან წამოსროლილი უსაგნო ქილიკი და აგრესია ამ დარგის სპეციალისტებისადმი. 

ამიტომ, თუ პატივს გვცემთ, გიყვარვართ და გჯერათ ჩვენი პატიოსნებისა და წესიერების, როგორც მინიმუმ დაიცავით ზრდილობის, კორექტულობისა და ეთიკის ნორმები და თუ მაინც, კეთილშობილური მოტივით, არგუმენტირებულად გამოხატეთ საკუთარი აზრი და არა გესლიანი შურით, ბოროტი ცილისწამებით, კომპლექსიანი შხამითა და მავნებლური ქირქილით. 

ოპონენტები, თუკი სიძულვილისა და შეურაცხყოფის გზას ირჩევთ, ეს თქვენი ფუნდამენტური უფლება და თავისუფალი ნების გამოხატულებაა, მაგრამ შედეგობრიობის თვალსაზრისით რამდენად სასარგებლო, ეს არ ვიცი... 

პირსუკან მოჭორავე ადამიანები, ცუდის მომლოდინე და გამოჭერაზე მყოფი არსებები, მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ და არა იმას ვისაც ტალახს ესვრიან. ასეთები მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებიან - როცა ვიღაცის ზურგს უკან დგანან, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მათზე წინ იმყოფება! . .

პირადად ჩემთან დამოკიდებულებაშიც, ნუ იქნებით "რომის პაპზე დიდი კათოლიკეები" და როცა საკითხი გულწრფელად საერთოდ არ გტკივათ, მატერიალისტურად ცხოვრობთ და სინამდვილე არ გაინტერესებთ, ნუ ეცდებით სარკასტულ წიაღსვლებს, მეტიჩრულ დიდაქტიკასა და "ფილოსოფიურ" მსჯელობას, რადგან ძალიან ქონდრისკაცურად გამოიყურებით და პატარა ადამიანობას ავლენთ... 

ღმერთმა ყველანი ჩემზე უკეთესად გამყოფოთ! ქრისტიანობა ცხოვრების წესია და იგი სიმართლის მსახურებაში ვლინდება! ამიტომ, გვადროვეთ... ❤️"

Comments

Popular posts from this blog

Первый высокопоставленный иерарх Румынской Православной Церкви отправляется в тюрьму - The first high-ranking hierarch of the Romanian Orthodox Church goes to prison

ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი