31.01.2021 რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

 


რუსეთის ეკლესია დღემდე აგრძელებს სულიერ ოკუპაციას საქართველოს ორ უძველეს რეგიონში,
აფხაზეთსა და ცხინვალში
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

2021 წლის 27 იანვარს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) სააგენტო „რომფეასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სინოდური განწესებით აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად ცნობს და აღიარებს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო ანტიოქიის ეკლესიისგან.

აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები:

1. თუკი რუსეთის ეკლესია ნამდვილად გულწრფელია საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში და ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც და საქართველოს სამოციქულო საყდრის კანონიკურ ტერიტორებად მიაჩნია, რატომ მსახურობენ მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირები ამ ეპარქიებში, მით უფრო იმის ფონზე, როცა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ოფიციალური საპროტესტო წერილით მიმართა რუსეთის ეკლესიას და მოსთხოვა რეაგირება რუსი სასულიერო პირების მიერ უკანონო და თვითნებურად აღსრულებულ ღვისმსახურებებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რუსეთის ეკლესია დღემდე აგრძელებს სულიერ ოკუპაციას საქართველოს ორ უძველეს რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალში.
2. თუკი მიტროპოლიტი ილარიონი თვლის, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ებოძა, რატომ იკავებს რუსეთის ეკლესიას დიპტიხში მე -5 ადგილს საქართველოზე წინ. ლოგიკური იქნება, რომ რუსეთის ეკლესია მე – 6 ადგილზე გადავიდეს და საქართველოს ეკლესია დამკვიდრდეს თავის კუთვნილ მე – 5 ადგილზე.

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს!

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.