დაუკვირდით, ეს რა საშინელი სისტემა და რეჟიმი შექმნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი 19.02.2020
დაუკვირდით, ეს რა საშინელი სისტემა და რეჟიმი შექმნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ. პრაქტიკულად სრული ზნეობრივი ჭაობი და სულიერი კატასტროფა გვაქვს სახეზე. მხოლოოდენ ვიზუალური მხარე "მოაწესრიგა", ანუ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესა და ნივთიერი ძეგლები მოამრავლა (რაც ეპოქამაც მოიტანა თავისთავად), თორემ რეალურად განა რა ნაყოფი მოიმუშაკა? მისი მეშვეობით სინოდის წევრები შემდეგი კატეგორიისანი არიან:
ამასთან, შეხედეთ სამღვდელო დასსა და ბერ-მონაზვნობას - ფაქტობრივად ჩვენს წინაშეა მშიშარა, კონფორმისტი, ბოღმიანი, კომპლექსიანი, მოძალადე, ნარკომანი, გარყვნილი და სრულიად უწიგნური მღვდელთა ლეგეონი (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა); ამას დამატებული მოძველბიჭო და ლაწირაკი ბერები, ფეტიშიზმსა და ხიბლში მყოფი პატრიარქისტი მონაზვნები, სავაჭრო დახლებად ქცეული მონასტრები, "სარეაბილიტაციო" ფსიქიატრიულებად წარმოდგენილი კელიები, საბრალო გარეულ ცხოველთა სადგომებად შემორაგული სამონასტრო ეზოები, გაუთავებელი მშენებლობები და ა.შ.
ამრიგად, პოლიტიკანი, მატერიალისტი, დაქსაქსული, უსიყვარულო, მზაკვარი, ამორალური, ცხონებაზე არმოფიქრალი და არასულიერი კასტა - აი ესაა სულ პუტჩისტი ილია II-ის "წმინდანობის" შემოქმედებითი აქტივიც და "მოღვაწეობის" შედეგიც. აგრეთვე, არ უნდა დაგვავიწყდეს სოციუმის სიღატაკე, გაუნათლებლობა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მასობრივი დეპრესია და ფსიქოზი - ესეც ცრურელიგიურობის სინდრომის გამოძახილია, რომელიც სწორედაც რომ ყველა მთავრობას მორგებული ილია ვლადიკავკაზელის კისერზეა..!
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
დაე, ქრისტემ გვიხსნას ამ დამღუპველი ჩიხისაგან!
Comments
Post a Comment