06.04.21 თეოლოგი ვლადი ნარსია - მღვდელმთავრის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს!

 

"უპირველესად უნდა ითქვას, რომ განკვეთა არის უმოწყალეობის გამოხატულება. სულხან-საბა წყალობას განმარტავს როგორც სხვის მდგომარეობაში შესვლას. შემიწყალე ღმერთო, ე.ი. ჩემს მდგომარეობაში შემოდიო. ეკლესია იყენებდა განკვეთის სასჯელს მას შემდეგ, რაც "მილიონი" სამოძღვრო მცდელობის შემდეგ ამოწურავდა დიალოგის ყველა შესაძლებლობას და ჩათვლიდა, რომ მცოდველი ქრისტეს სწავლების მიხედვით არის "წარმართი და მებაჟე", რომლის მდგომარეობაში შესვლა, იმისათვის რომ ფეხზე წამოდგეს და ეკლესიაში დაბრუნდეს, შეუძლებელია. კანონიკას რომ თავი დავანებოთ, სტეფანეს სასჯელს არ გააჩნია არანაირი მორალური გამართლება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ავსებულია ქრისტიანული სიყვარულით, სათნოებით, სიმართლის და ჭეშმარიტების ძიებით. ქრისტეს გზაზე დაბრკოლებული მამა ათინოგენი მღვდელმთავარს განამარტებას სთხოვს და პასუხად განკვეთას იღებს. ეს სხვა რა არის თუ არა სიშლეგე, ზიზღით შეპყრობილობის გამოხატულება?! მღვდელმთავრის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს!"

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.