06.04.21. თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე - ჯვარცმულია ჭყონდიდის სამღვდელოება სტეფანესა და ილიას მიერ, მაგრამ წინაა სიხარული აღდგომისა და ამაღლებისა!

 

"ხვალ ხარებაა, დღეს საღამოს კი საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში მწუხრისა და ცისკრის სადღესასწაულო მსახურება აღესრულება, ხვალ - წირვა!

ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი ,,სამღვდელოებაც" ამაყად, თავაწეულნი დადგებიან მსახურებებზე, წმ.ტრაპეზის წინაშე, თითქოსდა რომელიმეს გააზრებული ჰქონდეს ხარების მნიშვნელობა.

ხარებისა და ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების სასიხარულო უწყებას სწორედ ისინი შეიგრძნობენ ყველაზე მეტად, რომელნიც მისი სახელის ღირსეულად ტარების გამო იდევნებიან! დიახ, ასეა. მათი ერთადერთი იმედი სწორედ რომ ჯვარცმული ქრისტეა, მაგრამ ჯვარცმით არ დასრულებულა ეს საქმე, მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა!

როგორც ქრისტე პილატეს დროს და (გარკვეულწილად) პილატეს მიერ ეცვა ჯვარს, ასევე ჯვარცმულია ჭყონდიდის სამღვდელოება სტეფანესა და ილიას მიერ, მაგრამ წინაა სიხარული აღდგომისა და ამაღლებისა!

ათასობით სასულიერო პირი და მონაზონი ჰყოლია ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ ისტორიამ რაოდენობრივად თითზე ჩამოსათვლელთა სახელები შემოგვინახა."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.