06.04.21 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - საქართველოს ეკლესიაში გამეფებულია ანტიკანონიკური ანარქია და მისი გადაჭრა მხოლოდ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას ხელეწიფება.

 

"სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ მღდელ მამა მირიან მესხაძეს, იღუმენ მამა დანიელ გვილავას, მღვდელმონაზონ მამა ლუკა იბრაგიმოვს, დიაკონ კონსტანტინე გაბისონიას, ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს, დიაკონ ანანია კალანდიას! მათზე დადებული სასჯელი მღვდელმოქმედების შეჩერებისა არის მიტროპილატე სტეფანეს მორიგი სადისტური და უკანონო ქცევა. ხოლო არქიმანდრიტ ათინოგენეს "განკვეთა" არის სრულიად არაკანონიკური მოვლენა ეკლესიაში. არქიმანდრიტობა პატრიარქმა მიანიჭა მამა ათინოგენეს და ეპისკოპოსმა როგორ უნდა წაართვას საკუთარი ბრძანებით?! განა ეპისკოპოსს ხელეწიფება პატრიარქის ბრძანების გაბათილება?!

საქართველოს ეკლესიაში გამეფებულია ანტიკანონიკური ანარქია და მისი გადაჭრა მხოლოდ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას ხელეწიფება. ასეთია ეკლესიოლოგიური და კანონიკური წესი და სწავლება, სხვა გზა ეკლესიას არ აქვს! წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია ჩაეფლობა უარეს ანარქიაში და უკანონობაში, რომელზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს ადმინისტრაციაში მოკალათებულ არაკვალიფიციურ დილეტანტებსა და ფარისევლებს."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.