06.05.2021 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - ნაცვლად გამაერთიანებელი ენის, დიალოგის და საკუთარი შეცდომების აღიარებისა, საპატრიარქო მსაჯულის ენით ესაუბრება ყველას.

 

"კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე როგორც ყოველთვის ყველაფრისა და ყველას კრიტიკა, რაც და ვინც მისი უტყვი მონა არაა და არცერთი სიტყვა უდიდეს საეკლესიო კრიზისზე, შიდა პრობლემებზე და სისტემური საეკლესიო რეფორმების აუცილებლობაზე. ეკლესია თავზე გენგრეოდეს და სხვას მოძღვრავდე და მიუთითებდე, სადაური წესია? არავინ საღად მოაზროვნე აღარაა დღეს საპატრიარქოს დამცველ-"გამპრავებელი", იგი დარჩენილია პრორუსული ძალების ამარა და ოცნების სახელისუფლებო რესურსის იმედად.

P.S. ნაცვლად გამაერთიანებელი ენის, დიალოგის და საკუთარი შეცდომების აღიარებისა, საპატრიარქო მსაჯულის ენით ესაუბრება ყველას. "ეკლესია, რომელსაც სამყაროსთან და მის პრობლემებთან დიალოგი არ აქვს, რომელიც ,,სხვათა“ სხვადყოფნასთან და მის მონაგართან არ საუბრობს, არსებითაც წყვეტს ეკ-კლესიად (εκ-κλησία) მოქმედებას, რამდენადაც იგი განკაცების ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს უარყოფს: მთელი შესაქმეს ქრისტეში შემოკრებას (ეფ. 1:10; გალ. 3:28, 4:4; კოლ. 1:16, 3:11), მის მოწვევას, ე.ი. ქმნილის უქმნელში ფერისცვალებას, ღვთის განკაცებული სიტყვის პიროვნებაში მთელი ადამიანური ბუნებისა და ისტორიის შემოკრებას" (თეოლოგიის დოქტ. პანდელის კალაიძიდისი)."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.