10.04.21 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - არასრულწლოვნებს პანაშვიდს უხდის 9 აპრილს გადარჩენილი საღსალამათი "ერის მამა".

 

"ეს ცხრა აპრილის მომდევნო დღეებია, ცხრა აპრილს დახოცილ გმირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს პანაშვიდს უხდის 9 აპრილს გადარჩენილი საღსალამათი "ერის მამა". სხვათა შორის, გათენებულზე, როცა ცხედრები მიასვენეს სიონში, იმ დღისით პატრიარქი არ გავიდა პანაშვიდზე, ეპისკოპოსმა ამბროსი ქათამაძემ იკისრა ეს პასუხისმგებლობა.

როდესაც ვწერ ეკლესიის და ერის მანკიერ და დანაშაულებრივ მხარეებზე, მხოლოდ ეკლესიის და ერის სიყვარული მალაპარაკებს, რაშიც ვერავის ვერ ჩაგთვლით ჩემზე აღმატებულად (სხვათაშორის ვერც პატრიარქ ილია მეორისადმი სიყვარულში ვერავის თავის გამოდებას ვერ მივიღებ, რადგან ეს ადამიანი უზომოდ მიყვარდა და მუდამ თაყვანს ვცემდი შორიდან უკვე ოთხი-ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული), რადგან მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ერის და ეკლესიის სიყვარულს შევწირე და მივუძღვენი, რასაც ვწერ უარყოფითს, უბრალოდ ობიექტური სიმართლეა, რაზეც ბევრმა უბრალოდ თვალი დაიბრმავეთ და ცრუკერპები აღმართეთ გონებაში, რამაც ქვეყანა და ეკლესია ამ კატასტროფამდე მიიყვანა. ჩემი ყოველი შენიშვნა და კრიტიკა პატრიარქის პიროვნებისადმი და ეკლესიის მდგომარეობისადმი მრავალწლიანი დაკვირვების, გამოცდილების და ობიექტური ცოდნის შედეგია. ასე რომ ან სიმართლე შეიყვარეთ, ან პიროვნების კულტი აირჩიეთ. არავინ გაძალებთ რამეს."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.