22.04.21 მღვდელი მირიან მესხაძე - მათი მთავრი დასაყრდენი დღეს არის ჩვენი გულუბრყვილო და მოტყუებული ხალხი, რომლებსაც გადარჩენისათვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ, ხოლო მათი "მოძღვრები" ვილების, უძრავი თუ მოძრავი ქონების დაგროვებით არიან დაკავებულნი.


 

"ჩვენმა მეუფეებმა და საეკლესიო მეთაურებმა, რაც არ უნდა აქონ ერთმანეთი, დაიჯილდოვონ საკუთარი თავი, წმ. გიორგის უმაღლესი და სხვა ორდენებით, იშენონ სრა-სასახლეები (ეპარქიის რეზიდენციები რომ დაარქვეს თავად), იარონ სუპერქარებით, მოიპოვონ ცრუ დიპლომები, ხალხს უთხრან რომ მათი პირით სულიწმინდა მეტყველებს, შეასაღონ მათი შლეგური ჰალუცინაციები საღმრთო გამოცხადებად და ა.შ და ა.შ.

მომავალში ისტორია მათ მაინც საკადრის ადგილს მიუჩენს, როგორც სრულ არარაობებს, სულიერ ცვედანებს, უპრინციპოებს, მატერიალისტებს, მედროვეებს, ფულზე და მომხვეჭელობაზე დახარბებულ უბადრუკ ვაჭრუკანებს, რომლებმაც არც მეტი, არც ნაკლები, ვაჭრობის საგნად თვით იესო ქრისტე გაიხადეს!

და რომ, წმინდა ეკლესიები და ამბიონები წაბილწეს ურცხვი, ღვთისმგმობელი, პოლიტიკანური, ფაშისტური, მტრის საამო და მოყვრის გულის სატკენი ქადაგებებით.

მათი მთავრი დასაყრდენი დღეს არის ჩვენი გულუბრყვილო და მოტყუებული ხალხი, რომლებსაც გადარჩენისათვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ, ხოლო მათი "მოძღვრები" ვილების, უძრავი თუ მოძრავი ქონების დაგროვებით არიან დაკავებულნი.

მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მათნაირი უგერგილო და უფხო არსებები კი არა, მსოფლიო ამინდის შემქმნელები მოუსროლია ისტორიას სანაგვეზე. ესენი კი იმ სანაგვესაც არ იმსახურებენ. მომავალმა თაობამ ისინი საერთოდ უნდა დაივიწყოს, ამოიშანთოს გონებიდან, როგორც კოშმარული სიზმარი და მათი "მოძღვრების" გარეშე გააგრძელოს სვლა...

ამ ერთუჯრედიანებს კი ვუთხრათ: "აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი"."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.