24.03.21 თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე - "ეს არის შიოლაშვილების საოჯახო ბიზნესი და ,,წმინდა ბუნაგი"."

 

"მთელი საქართველო ერთმანეთს გადაკიდა ილია მეორემ! ვხედავთ, რაც ხდება მარტვილში. დაყოფილი და დაქსასული, ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება, მრევლი, ერი და ბერი.

განა რად უღირს ასე შენარჩუნებული თანამდებობა?

განა მისი ვალდებულება არ არის, თუნდაც ერთი ადამიანი რომ არსებობდეს დედამიწაზე, ვინც მას ბრალს სდებს ამ უმძიმეს, მღვდლისთვის შეუფერენელ ცოდვასა და გარყვნილებაში, რომ იმ ერთ ადამიანს დაუძახოს და კრებულის წინაშე მოსთხოვოს დამტკიცება. რა აქვს დასამალი თუ დარწმუნებულია თავის სიწმინდეში? ამით ხომ მაშინვე დასრულდება ეს დაუმთავრებელი კამათი, დაპირისპირება, მტყუან-მართლის გარჩევა.

ჭყონდიდში მივლინებულმა სტეფანემ კიდევ უფრო გაამწვავა არსებული კრიზისი. დაპირისპირება უკვე იქამდე მივიდა, რომ ყოველდღიურად ახალი სკანდალის მომსწრე ვხდებით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ალბათ ერთ დღესაც ყელში ამოუვა ვიღაცას და ის ,რაც ჯერ კიდევ დაფარულია, ხელის მარტივი მოძრაობით ცნობილი გახდება მთელი ერისათვის და მერე რაც მოხდება, საკუთარ თავებს დააბრალოს ყველამ.

ეს არ არის ეკლესია, ეს არ არის ქრისტეს სხეული. ეს არის შიოლაშვილების საოჯახო ბიზნესი და ,,წმინდა ბუნაგი"."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.