30.03.21 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და სამართალი საქართველოს ეკლესიაში!

 

"სამი დღის უკან ჭყონდიდის ეპარქიის რვა მღვდელმა, სამმა დიაკონმა, ასევე ბერებმა, მონაზვნებმა, სტიქაროსნებმა საჩივრის წერილით მიმართეს სინოდს არსებული უკანონობების გამო.

მოვუწოდებ ჭყონდიდის დანარჩენ სამღვდელოებას, გამოიჩინონ ამ მღვდლების და სამონაზვნო დასის მსგავსად სიმამაცე და ქრისტიანული სინდისი, გამოვიდნენ კონფორმიზმის, შიშის და გამყიდველობის მდგომარეობიდან და მათაც ამხილონ ცრუჭყონდიდელი სტეფანე და დეგრადირებული,გახრწნილი საპატრიარქო, რათა უბიწოდ დავიცვათ ქრისტეს ეკლესია და მართლმადიდებლობა!

სტეფანე არც ყოფილა და აღარც არის ჭყონდიდელი! ისაა ცრუ ეპისკოპოსი და ეპარქიის მიმტაცებელი ავაზაკი.

მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და სამართალი საქართველოს ეკლესიაში!"



Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.