30.03.21 მღვდელმონაზონი ანდრია სარია - სტეფანე კალაიჯაშვილმა დღეს რაც იკადრა, ამას არც ეპისკოპოსობა ეწოდება და არც ქრისტიანობა.
"სტეფანე კალაიჯაშვილმა დღეს რაც იკადრა, ამას არც ეპისკოპოსობა ეწოდება და არც ქრისტიანობა. საპატრიარქომ სეირის მოსაწყობად გაგზავნა ჩემის აზრით. ადამიანი აშკარად მიდის გამწვავებაზე და არ ერიდება ყველაზე მიუღებელ სიტყვებს მიმართოს: ,,შენ ვინ ხარ?! დებილი დედაკაცი დადგები და ასეთ რამეებს ლაპარაკობ. ვინ ხარ?! შენ უნდა მდუმარე იჯდე ვაფშე და ხმას არ უნდა იღებდე. ნუ, ვაფშე, რა... დავაი, რა... დავაი, რა... რა უბედურება გჭირს, ქალო?! დააყენე ერთი წუთი ეს შენი რაღაცა, რა, ავარდნილი რომ ხარ''... ასეთად მართული ეკლესია ვისაც მოსწონს ის არც ნორმალურია და არც ჯანმრთელი! ჩემის აზრით ამაზე უფრო კრიტიკული დრო აღარ დადგება, ვიდრე დღევანდელი მოცემულობა. საპატრიარქო გარდაიქმნა უზურპატორ ორგანიზაციად! დროა ვუშველოთ და ყველამ ერთად მოვუწოდოთ ,,დაცხრნენ ან ანაქსიოს''!!!"

Comments
Post a Comment