მამა დოროთეს „ტაქტიკამ“ გულწრფელობის ტესტი უნდა ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას - თეოლოგი ვლადი ნარსია

 


მამა დოროთეს „ტაქტიკამ“ გულწრფელობის ტესტი უნდა ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას!

ჩემი უპირობო მხარდაჭერა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. ჩემთვის ნაცნობი სცენაა საპატრიარქოს გამპრავებლეთაგან შტურმი და შეურაცხყოფა - ალექსანდრე გალდავა, ლევან აბაშიძე, გიორგი ანდრიაძე, მამუკა გიორგაძე, ნანა კაკაბაძე და ძმანი მათნი. მაშინ სულ რამდენიმე ადამიანი ვიდექით წინა ხაზზე.

ჩვენგან განსხვავებით მამა დოროთე თითქმის არასოდეს საუბრობს საპატრიარქოსა და ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ალბათ ფიქრობს, რომ ასე უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას მოიპოვებს ეკლესიის შიგნით და გარეთ. თან ეს რუსეთის და რუსეთუმე მთავრობის თემა დიდი ხანია ელოდება ტემპერატურის აწევას. თუმცა, არსებითად ამ თემის ჩრდილში გადატანით ის კარგად ახერხებს ქრისტიანულ მორალურ პასუხისმგებლობებზე საუბრებსა და ინტერპრეტაციებს: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები... მშვენიერია! მაგრამ, რა არის მამა დოროთეს კრიტიკის საბოლოო მიზანი - სახელმწიფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება რუსული ქოცნების შეცვლით? კი ბატონო, ამაში მხარს ვუჭერ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ხომ მთავარი რუსული ოცნება საპატრიარქოს სახით ათეული წლებია ძირს უთხრის, და მღვდელს ეს შეუმჩნეველი როგორ დარჩა? უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ეკლესიაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სასულიერო იერარქიის მხრიდან ძალადობის, უწესოების, ამორალურობის და აღარ ჩამოვთვლი იმას რაც აქამდე ათასჯერ მითქვამს, სახით. აქ მამა დოროთეს „ტაქტიკამ“ გულწრფელობის ტესტი უნდა ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას!


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.