ნუ მოტყუვდებით! - ვლადი ნარსია



 ნუ მოტყუვდებით!

ქოც-პრიმიტივის დიტო სამხარაძის მიერ არქიმანდრიტ დ. ყურაშვილის “გოთვერანად“ მოხსენიების შემდეგ (“პეტრე 2-ია ეს გოთვერანი“) რთული არ იყო შეგვენიშნა, რომ იგი მედიის მიერ შექმნილ მცდარ პროპაგანდისტულ მესიჯზე სერიოზულად წამოეგო. ასეთ მესიჯებს ტვ. ფორმულა აცხობს არქიმანდრიტ ყურაშვილთან ერთად - “ბიძინა ებრძვის პატრიარქს, ბიძინა ებრძვის ეკლესიას.’’ ჩანს, ვიღაცამ ცალი ტვინით ჩათვალა, რომ ბრმევლს ასე უფრო იოლად აიყოლიებს ბიძინას დასამარცხებლად. მეგობრებო, ნუ დაივიწყებთ ისტორიას, ბმრევლის მიერ შექმნილი ხვალინდელი დღე უფრო ბნელია!
სინამდვილეში რას ემართლება არქიმანდრიტი დ. ყურაშვილი ბიძინა ივანიშვილს?
ის ეუბნება, რომ მთელი ქვეყანა ილია II წმინდანად მიიჩნევდა, მესიად სახავდა და როგორ გაბედე ამასთან დაპირისპირებაო; რატომ დაანახე ხალხს, რომ “წმინდანი“ შეუძლებელია იყოს გარყვნილი, კორუმპირებული, მოძალადე, მატყუარა, ქურდი საეკლესიო იერარქიის და ეკლესიის შემქმნელი (თევზი თავიდან ყარს!); ეს ხომ ჩვენი შიდა საქმეა და კრებსებით საჯაროდ რატომ გამოგვიფინეო? აი, ეს არის ფორმულაზე ბოლო ხანებში დადგმული პროპაგანდიზმის - ბიძინა ებრძვი ეკლესიას, მარტივი ფილოსოფია.
გუშინდელ ეთერში კი პატივცემული ყურაშვილი უფრო შორს წავიდა და პრიმიტივ სამხარაძესთან თანასწორი დიალოგი შემოგვთავაზა - მითხარი „პეტრე 2 (იგულისხმება მიტროპოლიტი პეტრე ცაავა!) მე ვარ თუ ბიძინაო?
თავი, რომ დავანებოთ ეთიკურ, გნებავთ ეტიკეტურ, მხარეს პატივცემულ არქიმანდრიტს უნდა ესმოდეს, რომ კნინობითი ფორმით (პეტრე) მიტროპოლიტის მოხსენიება სულ მცირე უტაქტობაა.
მაგრამ, ახლა უფრო მთავარზე:
ბიძინა ივანიშვილის და მეუფე პეტრეს განზრახვები ერთმანეთისაგან დიამეტრულად განსხვავდებიან. ბიძინას ეკლესიის გაჯანსაღების სურვილით არ გამოუფენია კრებსები. მას ამ გზით სურდა საზოგადოებისთვის აეხილა თვალი იმ საშინელებებზე რაც ხდება ილია II ეკლესიაში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ვერ იტანს უპირატესს, ვერ იტანს აღმატებულს. ბიძინას სურს ერთპიროვნული ლიდერობა, რეიტინგში პირველი ადგილი, და ამისთვის დაარტყა ილიას II რეპუტაციას.
მეუფე პეტრე ცაავას მიზანია ეკლესიაში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღება. ის ითხოვს ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებას საეკლესიო კრებების და განხილვების გზით. ის ითხოვს არსებული მდგომარეობის შეცვლას, რუსული მმართველობის დასრულებას საქართველოს ეკლესიაში და გაწმენდას უღირსი მსახურებისგან.
პატივცემული არქიმანდრიტი დ. ყურაშვილი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დამხობას, იმიტომ რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ მან სიმართლე თქმა. ის ბიძინა ივანიშვილს და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიიჩნევს ილია II მტრად, რადგან ისინი დაემუქრნენ ილია II წმინდანობის მანამდე შეუვალ რეპუტაციას.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ილიას II ძველი ეკლესიის გაგრძელებაა, და დიახ, ამ გაგებით მის მიერ შექმნილი “ეკლესიის“ დამცველი და მემკვიდრეა. ნუ მოტყუვდებით!

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.