"პეტრედ გახდომას ვაჟკაცობა სჭირდება" - გიორგი გეგუჩაძე

 


"პეტრედ გახდომას ვაჟკაცობა სჭირდება"

ვერასდროს ვერ გახდება არქიმანდრიტი დოროთე ,,მეორე პეტრე". საქოცეთს შეუძლია, ამ მხრივ, მშვიდად იყოს.
ვის, ვის, და სწორედ ამ ახალგაზრდებს , რომელსაც ასე იცავს არქიმანდრიტი (და ძალიანაც სწორად იქცევა), სწორედ მათ ვერ მოატყუებ და ვერ შეასაღებ ილია მეორეს წმინდანად!
ამ ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად იციან, რომ საქართველოს გარუსებაში ლომის წვლილი სწორედ ილია მეორეს მიუძღვის და ეს ყოველთვის ემახსოვრებათ, ვინც არ უნდა თქვას, რომ მას ებრძვიან და ის მდუმარედ ითმენს.
არა , ბატონებო, მდუმარედ კი არ ითმენს,,უსამართლობასა და ცილისწამებას", არამედ სხვა გზა არ აქვს, სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან თუ მის წინააღმდეგ წარმოთქმული ბრალდების არსებითი განხილვა დაიწყება, მან ყველაზე მეტად იცის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კბილებით იცავს ილია მეორის სიწმინდის იდეას, რაც აბსოლუტურად აბსურდია.
მე არ მაინტერესებს პატრიარქის პირადი ხასიათის ცოდვები, მაგრამ ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას ეხებოდე, გარუსებულ საქართველოზე საუბრობდე და ამ კონტექსტში ერთხელაც არ ახსენო ეკლესიის და კონკრეტულად მისი საჭეთმპყრობლის პასუხისმგებლობა, ერთობ გაუგებარი და აბსურდულია.
ცალი ხელით რუსეთს ებრძოდე (და ქართული ოცნება არის რუსეთი) და მეორით რუსეთის მთავარ საყრდენს ფარად ეფარებოდე და წმინდანად გვასაღებდე, ორმაგი თამაშია.
ივანიშვილმა ნამდვილად გააშიშვლა საპატრიარქო, მაგრამ მან ეს გააკეთა არა ეკლესიის გაწმენდის , არამედ ეკლესიის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მოტივით!
მიტროპოლიტ პეტრესთვის ეკლესია გახლავთ არა პოლიტიკური ინსტიტუტი, არამედ სულის ცხონების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და გაკეთებული ყველა განცხადება სწორედ ამ ასპექტით განიხილება.
ივანიშვილის მიერ გამოგდებული სუს-ის ფაილები კი იყო გაფრთხილება ეკლესიისთვის, თუ ჩემთან არ იქნებით, სადაც აღმოჩნდებით, თქვენს თავს დააბრალეთო და ვხედავთ, სადაც დგას ,,ეკლესია ", რადგან მათთვის სახარებაზე მეტად მნიშვნელოვანი სუს-ის ფარული ჩანაწერებია!
ვერცერთი დღეს მოქმედი სასულიერო პირი ვერ გახდება ,,მეორე პეტრე ", რადგან პეტრედ გახდომას ვაჟკაცობა სჭირდება, სიმართლის გამო სიკვდილზე წასვლა სჭირდება, შესაძლებლობების და შემოსავლების/ეკონომიკური კეთილდღეობის დათმობა სჭირდება, ამის სურვილი კი არცერთს არ აქვს. პირიქით, ბევრმა ,,სული მოითქვა" მეუფე პეტრეს კრიტიკით, რომლითაც საპატრიარქოს თავისი ერთგულება დაუმტკიცა.
ასე რომ, არქიმანდრიტ დოროთეს ,,ჩაკვრები" ილია მეორის წმინდანობის, დევნულების და მოწამეობის შესახებ იმთავითვე აბსურდია და შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან განსაკუთრებით ამ აქციების მონაწილე ხალხმა იცის, ვინ არის ის სინამდვილეში და რა როლი მიუძღვის საქართველოს გარუსებაში.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.