წმინდა წერილში წარმოდგენილი, სინას მთის ძირში მდგომი ხალხის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე უფრო დრამატული და ამავე დროს მუდმივად განმეორებადი ანთროპოლოგიური სურათია. მოსე ადის ღმერთთან შესახვედრად, ტრანსცენდენტურ რეალობასთან დიალოგისათვის, ხოლო ქვემოთ დარჩენილი საზოგადოება ვერ უძლებს დროის სიცარიელეს, მოლოდინის ტვირთს და უხილავი ღმერთის სიჩუმეს. სწორედ ამ სიჩუმეში იბადება კერპი. ამ პასაჟში ოქროს ხბო უბრალოდ კერპთაყვანისმცემლობის ეპიზოდი კი არაა, არამედ ეს არის ადამიანთა კოლექტიური ფსიქიკის რეაქცია გაურკვევლობასა და ობლობის კომპლექსით გამოწვეულ "დაუცველობაზე". როდესაც ღვთიური რეალობა თვალსახილველ სივრცეში არ ჩანს, ადამიანი ქმნის მის ხელშესახებ ანალოგს. ესაა ფაქტობრივად ღრმა ეგზისტენციალური შიში: ღმერთს თუ არ ესმის და არ მპასუხობს, მაშინ მე თვითონ შევქმნი ღმერთს, რომელსაც პასუხისმგრბლობას ვკიდებ, ვხედავ და ვეხები! თეოლოგიურად, ეს არის ტრანსცენდენტის იმანენტიზაციის მცდელობა, როცა ღმერთის დაყვანა მატერიალურ, მართვად და პროგნოზირებად ფორმამდე ხდება. ფსიქოლოგიურად კი ესაა კოლექტიური რე...
Comments
Post a Comment