ქართულ ეკლესიაში რუსეთი უნდა დამარცხდეს! - ლადო გამსახურდია
უფალმა შეგინდოთ ამდენი თვალთმაქცობა, საქართველოს წურბელებო და გამყიდველებო!
ილია მეორის ეპოქა დაგამახსოვრდათ იმით, რომ ვირიდან ჯიპებზე გადაჯექით და ქოხიდან სასახლეებში გადაბარგდით, ეშმაკისეულებო — ქართველი ერის ხარჯზე, ქრისტეს სახელისა, ქართული ტაძრისა და ეკლესიის ამოფარებით.
ყოველთვის ჰყიდიდით და კვლავ ჰყიდით საქართველოს!
თქვენ გამდიდრდით, ხოლო ჩვენ — უსახლკაროდ დარჩენილი, ბავშვობიდან ჩაგრული მოსახლეობა — მტერს შეგვატოვეთ; თავად კი კვერთი უკარით.
ერთი ლოცვა-კურთხევა და აღდგომის მილოცვაც კი არ მოგილოცნიათ ცივ სანგრებში მყოფი ქართველებისთვის — ჩვენთვის, გარდა ერთეულებისა.
რომანოვად გადაკეთებულ ფარცხალაძეს კერძო ტაძარი უკურთხეთ, რათა რუსული ფული გაათეთროთ.
რა არის ქართველობა და ვინ ხართ თქვენ?!
არცერთი არ გამოხვედით გმირულად დაცემული მეომრების დაკრძალვაზე, და ჩვენს მიცვალებულებს დილის 4 საათზე ჩუმად მიასვენებდით აეროპორტებიდან — ვაითუ „მამა კირილე“ არ გაგწყრომოდათ!
გამოვყოფ იმ ბერებსა და მოძღვრებს, რომლებიც არ არიან გარეული თვალთმაქცობასა და სიბინძურეში (თქვენი ლოცვით ვართ კიდევ). დანარჩენები, უმრავლესობა — საქართველოს მტრები ხართ.
რუის-ურბნისი!
ქართულ ეკლესიაში რუსეთი უნდა დამარცხდეს!

Comments
Post a Comment