მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ , ამა წლის 23 მარტს საპატრიარქოში გაგზავნილი მიმართვა

 


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

 მე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსში მყოფი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), წარმოგიდგენთ წინამდებარე მიმართვას: ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს მადლით ჩემზედ მონიჭებული წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი იესო ქრისტეს ეკლესიის წინაშე გამოვხატო მზაობა, რათა სამოციქულო კანონებისა და კანონიკური ტრადიციის შესაბამისად, სრულფასოვანი ხმის უფლებით, მონაწილეობა მივიღო საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზისი მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზისი დასჯა დაუშვებელია. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხელდასხმის საიდუმლოთი, და ეს უფლება კანონით შეუზღუდავია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა: ა) მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან განდგომა (ერესი); ბ) ფსიქიკური უუნარობა; გ) კანონიკური წესით მღვდელთმთავრობიდან განკვეთა. ეპისკოპოსი ხელდასხმის მომენტიდან სინოდის წევრია, არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, არამედ ხელდასხმის საიდუმლოს მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საღვთო მადლი ზეაღმატებულია საეკლესიო კანონმდებლობაზე!

ველი თქვენს წერილობით პასუხს კანონიკური ნორმებით გათვალისწინებულ ვადებში.

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა)            23.03.2026 წელი




Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.