ასე ლაპარაკობს ადამიანი მაშინ, როცა თავის სიტყვაში 100%-ით არის დარწმუნებული - თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

 


მეუფე პეტრეს ინტურვიუს ვუსმინე ახლა, დროის უქონლობის გამო აქამდე ვერ მოვახერხე მისი სრულად მოსმენა...

მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვათ,  ასე ლაპარაკობს ადამიანი მაშინ, როცა თავის სიტყვაში 100%-ით არის დარწმუნებული და არა უბრალოდ დარწმუნებული, არამედ სხვისთვისაც რომ შეუძლია თავისი სიმართლის დამტკიცება. 


მე-7 წელი იწურება , როცა 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა თქვა პირველ პირზე ის, რაც თქვა და მას ბრალი დასდო უმძიმეს ზნეობრივ დარღვევაში. 7 წელი გადის ამ სიტყვებიდან და მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მას თავი ვერ მოუქონა ვერავინ, რადგან ის მართალი კაცი აღმოჩნდა, ჭეშმარიდატ ღირსეულად მატარებელი ამ სახელისა  (პეტრე-კლდე), ამიტომაც ვერ მოისყიდეს, ვერ დააშინეს და დღემდე არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვა!


არათუ ასაკი, წოდება ან სხვა ნებისმიერი სახის ჩინ-მედალი, არამედ თვით  გარდაცვალებაც კი არ და ვერ იქნება ინდულგენცია.  

მის მიერ წარმოდგენილი ბრალდება დღემდე ღიაა, შესაბამისად ,ერთ დღესაც აუცილებლად მოუწევს ახალ კათალიკოსს მისი განხილვა!


ჩემის მხრივ, კიდევ ერთხელ ვმადლობ მაცხოვარს,  რომ მეუფე პეტრეს გვერდით ყოფნა მარგუნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად ღირსეული ეპისკოპოსისა!

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.